თბილისი:
მანჩესტერი:
25-06-2023, 16:50
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 808,
კომენტარები: 8
არგენტინელმა ვარჯიში განაახლა
ლისანდრომ ლაზარეთი დატოვა.
არგენტინელმა ვარჯიში განაახლა
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ლისანდრო მარტინესი ტრავმის შემდეგ ვარჯიშს დაუბრუნდა. თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში სავარჯიშო სესიებიდან ფოტოები გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელმა ევროპა ლიგის მეოთხედფინალის მატჩში, აპრილის თვეში, "სევილიას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, მეტატარსალური ძვალი მოიტეხა და ამის გამო სეზონის ბოლო ნაწილი გამოტოვა.

ლისანდრო ინგლისურ გრანდს გასულ ზაფხულს შეუერთდა, ჩატარებულ სეზონში მან "წითელი ეშმაკების" რიგებში 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ერთხელ თავის გამოჩენა გოლითაც შეძლო.

მარტინესი ასევე გახდა მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ყატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. აღნიშნული ტრანსფერი შეიძლება ითქვას, რომ "მანჩესტერელთათვის" წარმატებული გამოდგა.
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
25 ივნისი 2023 16:54
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ყოჩაღ ლისანდრო. რაც შეეხება მაუნტს, რომანომ დაწერა, რომ ეს ნაგლი ჩელსი 75 მილიონს ითხოვს, ხოლო მანჩესტერი არ აპირებს 64 მილიონზე მეტის გადახდას და აქიდან გამომდინარე არც დიდი ხნის ლოდინს.
1
№2
25 ივნისი 2023 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
ციტატა: Svanchester
ყოჩაღ ლისანდრო. რაც შეეხება მაუნტს, რომანომ დაწერა, რომ ეს ნაგლი ჩელსი 75 მილიონს ითხოვს, ხოლო მანჩესტერი არ აპირებს 64 მილიონზე მეტის გადახდას და აქიდან გამომდინარე არც დიდი ხნის ლოდინს.

საერთოდ ვინმეს ვიყიდით?! აღარ მჯერა არაფრის უკვე, ან ამ კლუბის გაყიდვაზე რა ხდება?
0
№3
ავტორი: Svanchester
25 ივნისი 2023 17:24
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ციტატა: კახა ხოსროშვილი
ციტატა: Svanchester
ყოჩაღ ლისანდრო. რაც შეეხება მაუნტს, რომანომ დაწერა, რომ ეს ნაგლი ჩელსი 75 მილიონს ითხოვს, ხოლო მანჩესტერი არ აპირებს 64 მილიონზე მეტის გადახდას და აქიდან გამომდინარე არც დიდი ხნის ლოდინს.

საერთოდ ვინმეს ვიყიდით?! აღარ მჯერა არაფრის უკვე, ან ამ კლუბის გაყიდვაზე რა ხდება?

კლუბის გაყიდვაზე საერთოდ არაფერი ისმის, ძაან სიჩუმეა და რას უნდა მოასწავებდეს ეს ყველაფერი ვერ ვხვდები. დიდი იმედი მაქვს რომ ბოლოს მივაყრით მაინც თორემ ამ ტემპით შეგვრჩება მარტო მაგუაიერი ალბათ.
0
№4
ავტორი: ikeoni
25 ივნისი 2023 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
ციტატა: კახა ხოსროშვილი
ციტატა: Svanchester
ყოჩაღ ლისანდრო. რაც შეეხება მაუნტს, რომანომ დაწერა, რომ ეს ნაგლი ჩელსი 75 მილიონს ითხოვს, ხოლო მანჩესტერი არ აპირებს 64 მილიონზე მეტის გადახდას და აქიდან გამომდინარე არც დიდი ხნის ლოდინს.

საერთოდ ვინმეს ვიყიდით?! აღარ მჯერა არაფრის უკვე, ან ამ კლუბის გაყიდვაზე რა ხდება?

Ისიც დაწერა რომანომ საბოოლოდ არ უთქვამს უარი ჩელსის ანუ პროცესი გძელდება ოღონდ მანიუ მეტს აღარ შეთავაზებს და ვნახოთ შეიძლება დათანხმდეს კიდეც.. დაყიდვის პროცეს სავარაუდოდ 2 თვე დააგვიანდება ყველაზე კარგ შემთხვევაში
0
№5
ავტორი: levionok
25 ივნისი 2023 19:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ლოსანდრო მაგარი ბიჭია და მნიშვნელოვანი ჩვენი გუნდისთვის მაგრამ ყველა საიტს იმ იმედით “ვქექავ” რომ წავიკითხო “გლეიზერები მანჩესტერისთვის მხოლოდ წარსულია”მანამდე არაფერი არ მიხარია ამ ხალხის ხელში ჩვენს საყვარელ გუნდს განვითარება არ უწერია!
0
№6
ავტორი: Mishiko82
25 ივნისი 2023 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
მაუნტზე ბოლო შეთავაზება 65 მილიონი გახდა ჩელსიმ უარი თქვა და მანიუმ ორშაბათამდე მისცა ჩელსის დრო მოსაფიქრებლად თუ კიდევ უარი მიიღო მოლაპარაკებიდან გავა დეილი მაილის ინფორმაციით, კეინზეც გაუკეთებია 80 მილიონიანი შეთავაზება მაგრამ უარი მიიღო.
0
№7
ავტორი: Vaskaa
26 ივნისი 2023 06:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
მაუნტზწ 65 მილიონის გასროლაც მებევრება,
არც კიმზე მწყდება გული. კეინი გვინდა და ნახავარდაცვის ისე დაბალანსება რომ ნახავერდაცვა იყოს უძლიერესი. მერე შეიძლება დებილი მაგუაერიც აღდგეს.
0
№8
ავტორი: Manutdia
28 ივნისი 2023 09:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
კაია ლისანდრო მანჩესტერის დაცვის ერთ ერთი მთავარი კაცია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top