ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის "ტოტენჰემის" ვარსკვლავმა, ჰარი კეინმა საფეხბურთო კარიერის გაგრძელების პრიორიტეტული ვარიანტი შეარჩია და გადაწყვეტილებაც მიიღო.
Daily Mail-ის ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის თავდამსხმელს "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსების დაცვა სურს.
ბომბარდირი იმედოვნებს, რომ "წითელი ეშმაკები" შეძლებენ ამ ზაფხულს "სპურსთან" ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას.
ჰარი "ტოტენჰემში" 2011 წლის იანვრიდან თამაშობს. ფეხბურთელის "ლონდონელებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი წლის შუა რიცხვებამდეა გათვლილი. პორტალი Transfermarkt თავდამსხმელს 90 მილიონ ევროდ აფასებს.
ინგლისის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში კეინმა 38 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 30 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.