თბილისი:
მანჩესტერი:
21-06-2023, 17:56
ავტორი: kikala,
ნანახია: 994,
კომენტარები: 8
კიდევ ერთი ნაბიჯი მაუნტის შესაძენად
"ჩელსი" 70 მილიონს ითხოვს.
კიდევ ერთი ნაბიჯი მაუნტის შესაძენად
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალი, გაუმჯობესებული შეთავაზება გაუკეთა "ჩელსის" მეისონ მაუნტის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი ოფიციალური შეთავაზება მაუნტის თაობაზე "ჩელსიმ დაბლოკა" - საუბარი იყო 47 მილიონ ევროზე. მეორე, გაუმჯობესებული შეთავაზება გულისხმობს - €58 მილიონს (ბონუსების ჩათვლით).

"არისტოკრატები" 24 წლის ინგლისელის ტრანსფერში 70 მილიონ ევროს ითხოვენ. შესაბამისად მხარეები შეთანხმებას უფრო მიუახლოვდნენ. მეისონის სურვილი "იუნაიტედში" თამაშია.

შეგახსენებთ, რომ მაუნტმა "ჩელსიში" ოთხი სეზონი გაატარა და კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა. ამ ოთხი სეზონის განმავლობაში ინგლისელმა "ლურჯების" მაისურით 195 მატჩი გამართა და 33 გოლის გატანა მოახერხა.
ტრანსფერები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Old Red Devil
21 ივნისი 2023 18:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
გუნდში პოჩე მოვიდა.ეს რო კაი იყოს გაყიდიდა?
0
№2
ავტორი: Malboro463
21 ივნისი 2023 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ამან ბოლოს როდის ითამაშა 90 წუთი და მაღალ დონეზე ?
ერთი შემოტენილი ტრანსფერი გვეყოფა ენტონის სახით. მარცხენა ფლანგზე სანჩოც, გარანჩოც და რეშიც ჯობოა ცენრრში ბრუნოს ვერ ამოაგდებს და უკან კიდე უვარგისია

სკამისთვის კარგია მარა ამხელა თანხა ამაში რომ გადაიხადონ სხვას აღარ იყიდიან
0
№3
ავტორი: Mishiko82
21 ივნისი 2023 21:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
შეეშვან ამ მაუნტს რა ნახეს ამ ფეხბურთელში ასეთი რომ არ ეშვებიან? მაგას მილინკოვიჩ სავიჩი ბევრად ჯობია, ლაციოსთან კონყრაქტი 2024 წლამდე აქვს და გახანგძლივებაზე უარი თქვა და ამის გამო ლაციო მზადაა 40 მილიონად შეელიოს, ორი მსურველი უკვე ყავს იუვეს და მილანის სახით, კარგს ვიზამთ თუ ვიყიდით კარგი ფეხბურთელია და ფასიც მისაღები.
0
№4
ავტორი: ikeoni
21 ივნისი 2023 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Ლიგა რო მოიგეს იმ წელს საუკეთესო გახდა გუნდში.. კარგი იგროკია მშრომელი დაუღალავი ტიპია.. გვჭირდება ეს ბიჭი
0
№5
ავტორი: PaLoMo
22 ივნისი 2023 02:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
70მილიონს ამაში არ გადაიხდიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: levionok
22 ივნისი 2023 06:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მიუხედავად იმისა რომ ეს ბიჭი დიდად არ მიზიდავს ძალიან მაგარი ბიჭია მაგარი მშრომელია ხასიათიხ აქვს და ვფიქრობ ერიქსენის მაგივრად იფრო ჭირდება ტენ ჰააგს ვიდრე სხვა რომელიმე პოზიციაზე,ეროქსენისთვის რთულია 55-60 თამაშის ჩატარება მაღალ დონეზე
0
№7
ავტორი: Kate
22 ივნისი 2023 08:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: levionok
მიუხედავად იმისა რომ ეს ბიჭი დიდად არ მიზიდავს ძალიან მაგარი ბიჭია მაგარი მშრომელია ხასიათიხ აქვს და ვფიქრობ ერიქსენის მაგივრად იფრო ჭირდება ტენ ჰააგს ვიდრე სხვა რომელიმე პოზიციაზე,ეროქსენისთვის რთულია 55-60 თამაშის ჩატარება მაღალ დონეზე

ამას რას გადაეკიდა სხვა არაა ამის ტიპის?
0
№8
ავტორი: sandroo
22 ივნისი 2023 21:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
რათ გვინდა ვერ ვხვდები ცვეტში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top