"მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფრედმა შესაძლოა საკლუბო რეგისტრაცია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შეიცვალოს, მისით პრემიერლიგელი გუნდი ინტერესდება.
საქმე ეხება "ფულჰემს", რომელსაც თავის მხრივ ფეხბურთელის ხელშეკრულების შესყიდვა სურს, იტყობინება Daily Telegraph-ის კორესპონდენტი ჯეისონ ბერტი.
თუმცა, წყარო განმარტავს, რომ ამ დროისთვის კლუბების წარმომადგენლებს შორის უთანხმოებაა ტრანსფერის თანხის ოდენობასთან დაკავშირებით, ვინაიდან "ფულჰემი" არ არის მზად გადაიხადოს საჭირო 23 მილიონი ევრო ფრედის სანაცვლოდ.
გასულ სეზონში ფრედმა ყველა ტურნირზე ერთადაღებული 56 მატჩი ჩაატარა. პირად აქტივს რაც შეეხება ნახევარმცველმა 6 გოლი გაიტანა და ამდენივე ოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.
როგორც ჩანს ბრაზილიელი ფეხბურთელი მომავალ სეზონში, ერიკ ტენ ჰაგის გეგმებში არ განიხილება.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.