როგორც The Athletic იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედმა" კლუბის ახალგაზრდა მაროკოელი ნახევარმცველი ზიდან იკბალი ნიდერლანდურ "უტრეხტში" 1 მილიონ ფუნტად გაასხვისა.
20 წლის ფეხბურთელმა ორშაბათს სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახლა სავარაუდოდ ერედივიზიონის კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
გავრცელებული ინფორმაციით, იკბალის გარიგება, შეიცავს პროცენტის პუნქტს, რომელსაც "იუნაიტედი" მოთამაშის მომდევნო გაყიდვისას მიიღებს.
ახალგაზრდა მაროკოელი "წითელი ეშმაკების" აღზრდილია. დასრულებულ სეზონში ზიდანი 17-ჯერ მოხვდა წინასამატჩო განაცხადში, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.