"მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოაქვეყნა პრემიერ ლიგაში გაგზავნილი სია, სადაც ნაჩვენებია, თუ რომელი ფეხბურთელები რჩებიან კლუბში და ვინ ტოვებს მას.
კლუბმა განაცხადა, რომ დევით დე ხეასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ ორ მეკარესთან - ტომ ჰიტონთან და ნათან ბიშოპთან ერთწლიანი ავტომატური გახანგრძლივების პუნქტი გააქტიურებულია. ეს პუნქტი ასევე გააქტიურდა კლუბის ახალგაზრდული გუნდის ორ ფეხბურთელთან - რის ბენეტსა და ეთან ლეირდთან.
ახალ კონტრაქტებზე მოლაპარაკების შემდეგ, კლუბში ასევე დარჩება აკადემიის მოთამაშე-მწვრთნელი ტომ ჰადელსტოუნი. ახალი კონტრაქტი გაფორმდა "წითლების" ახალგაზრდა გარემარბ მატეო მეჯიესთან.
ოფიციალურად ასევე ცნობილი გახდა, რომ კონტრაქტის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებენ შემდეგი ფეხბურთელები: ფილ ჯონსი, აქსელ ტუანზებე, ეთან გალბრეიტი, დიშონ ბერნანდი, ერიკ ჰანბერი, ჩარლი უელენსი და მენი ნორკეტი.
"იუნაიტედის" მიერ პრემიერლიგის განაცხადში გაგზავნილ ფეხბურთელების სიაში მოხვდა მეისონ გრინვუდი. ინგლისელი ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა გადაწყვეტილება მისი მომავლის შესახებ "მანჩესტერს" ჯერ არ მიუღია. კლუბის შიდა გამოძიება მალე დასრულდება და მაისონის მომავალს ნათელი ახლო მომავალში მოეფინება.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.