"მანჩესტერ იუნაიტედი" მილანის "ინტერის" მეკარის ანდრე ონანის შეძენას განიხილავს, იტყობინება The Athletic-ის ჟურნალისტი ლორი უიტველი.
ამ მომენტისთვის, "იუნაიტედი" აპირებს კონცენტრირება მოახდინოს სატრანსფერო ზაფხულის მთავარ მიზნებზე, პრიორიტეტი ცენტრფორვარდი და ნახევარმცველის შეძენა იქნება, მაგრამ თუ 32 წლის დე ხეა კლუბს დატოვებს, ეს პრიორიტეტები შეიცვლება და ონანა აქტიური სამიზნე გახდება.
ერიკ ტენ ჰაგი აქამდე უკვე მუშაობდა ონანასთან ერთად ამსტერდამულ "აიაქსში", სადაც კამერუნელმა პირველად მიიპყრო ყურადღება თავისი განსაკუთრებული გადაცემის დიაპაზონით და ბურთის კარგი კონტროლით.
ტენ ჰაგს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა ანდრესთან ერთად მუშაობის ხუთი წლის განმავლობაში და 2022 წლის აპრილში მან უწოდა ონანას "ოსტატური მეკარე" მას შემდეგ, რაც ის დაბრუნდა ცხრათვიანი აკრძალვიდან ანტიდოპინგური წესების შემთხვევითი დარღვევის გამო.
ონანა გასულ წელს შეუერთდა "სან სიროს", როგორც თავისუფალი აგენტი, მაგრამ მისი კონტრაქტი 2027 წლამდეა ძალაში და "ინტერს" შეუძლია მოითხოვოს 70 მილიონი ევროს ოდენობა მეკარის სანაცვლოდ.
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.