16-06-2023, 14:52
ნანახია: 1888,
კომენტარები: 11
იტალიელებმა პირველი შეთავაზება დაბლოკეს
"ატალანტას" მეტი სურს.
იტალიურმა "ატალანტამ", საკუთარ რიგებში მოსაპარეზე დანიელი თავდამსხმელის, რასმუს ჰოილუნდის 35 მილიონ ევროდ გაყიდვაზე უარი განაცხადა.
Tutto Atalanta-ს ცნობით, ასეთი შეთავაზება დიდი ალბათობით "მანჩესტერ იუნაიტედმა" გააკეთა, რომელიც თავდამსხმელის შეძენის მთავარი პრეტენდენტი გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ "ატალანტა" ბონუსების გათვალისწინებით თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" კი ჯერ არ არის მზად ასეთ პირობებზე დათანხმდეს, რადგან მათი აზრით, ჰოილუნდზე დადებული სატრანსფერო თანხა გადაჭარბებულია.
რასმუსმა სადებიუტო სეზონში, იტალიის სერია A-ში, 9 გოლი გაიტანა და ამასთანავე 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.