Reuters იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მოლაპარაკებებს აწარმოებს კონსორციუმისთვის ექსკლუზიური უფლებების მისანჭებლად, რომელსაც შეიხი ჯასიმი ხელმძღვანელობს. ამ ფაქტმა აქციების ფასების ზრდა გამოიწვია - კონკრეტულად კი ერთ აქციაზე 26 დოლარამდე.
სააგენტო განმარტავს, რომ ექსკლუზიურობის პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედი" მხოლოდ შეიხ ჯასიმთან შეძლებს მოლაპარაკებას. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გასტანს აღნიშნული პერიოდი. მხოლოდ სერ ჯიმ რეტკლიფის ახალ და გაუმჯობესებულ წინადადებას შეუძლია ხელი შეუშალოს ყატარელებს მოლაპარაკების გარეშე ექსკლუზიური უფლებების მოპოვებაში.
The Daily Mail ირწმუნება, რომ კლუბის გადაფორმების პროცესი შესაძლოა 8-დან 12 კვირამდე გაგრძელდეს და ერიკ ტენ ჰეგი ტექნიკურად მეორე სეზონს გლეიზერების მფლობელობაში მყოფ კლუბში დაიწყებს. თუმცა, ეს მთავარი მწვრთნელის სატრანსფერო გეგმებზე გავლენას არ მოახდენს.
"იუნაიტედის" ლეგენდამ რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ მას "მანჩესტერ იუნაიტედის" გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს და გარიგება მალე დაიხურება: "თქვენთვის რაღაც საინტერესო მაქვს - ჩემი მონაცემებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" გაყიდვა გარდაუვალია. შეიხის მიერ კლუბის შეძენას ყველანი დიდი ხანია ველოდებით. სანდო პირისგან გავიგე, რომ კლუბი ძალიან მალე გაიყიდება".- განაცხადა რიომ.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.