"მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი ოფიციალური შეთავაზება მეისონ მაუნტის თაობაზე "ჩელსიმ დაბლოკა" - საუბარი იყო 47 მილიონ ევროზე. ახლო მომავალში "იუნაიტედი" მეორე შეთავაზებას გეგმავს. "ჩელსი" ინგლისელ ნახევარმცველში 65 - 70 მილიონ ევროს ითხოვს. ფეხბურთელის სურვილია, "წითელ ეშმაკებს" შეუერთდეს.
შანსი იმისა რომ იტალიური "ნაპოლის" სამხრეთ კორეელმა მცველმა კიმ მინ ჯემ ამ ზაფხულს კლუბი გამოიცვალოს, დღითიდღე იზრდება. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ნიუკასლის" შემდეგ საქმეში, "პსჟ" და "ბაიერნიც" ჩაერთვნენ. გერმანელებთან პირველი კონტაქტი წარმატებული აღმოჩნდა. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს.
დიდი ალბათობით "იუნაიტედი" ჰარი კეინის თაობაზე შეთავაზებას აღარ გააკეთებს. "ტოტენჰემის" პრეზიდენტ დანიელ ლევის არ სურს ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის კონკურენტ კლუბში გაყიდვა. "წითლებითვის" ასევე დაბრკოლებაა ჰარის სატრანსფერო თანხა, რომელიც სულ მცირე 100 მილიონს ევროს შეადგენს.
ტრანსფერები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.