ლონდონში მადა გაეხსნათ, "ჩელსის" სურს მაუნტის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა გამოიმუშავოს მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ფეხბურთელთან კონტრაქტი ერთი წლის განმავლობაში ეწურება.
ცნობილი ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ ეტაპზე არ სურს აღნიშნული თანხის გადახდა, რის გამოც გარიგება ამ დრომდე შეჩერებულია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "წითელი ეშმაკები" ინგლისელისთვის ბრძოლაში ფავორიტები არიან, რომელსაც ასევე "ლივერპული" და "არსენალი" უთვალთვალებენ, თავად მაუნტს კი წასვლა სურს.
შეგახსენებთ, რომ მეისონმა "ჩელსიში" ოთხი სეზონი გაატარა და კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა. სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა, შეძლებენ თუ არა მხარეები მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას სულ მალე გახდება ცნობილი.
ჭორები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.