ერთდროულად რამდენიმე ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ შეიხი ჯასიმი შესაძლოა, მალე "მანჩესტერ იუნაიტედის" სრულუფლებიანი მფლობელი გახდეს.
კატარული გამოცემა Al Watan, რომლის აქციების ნახევარი შეიხ ჯასიმის მამას ეკუთვნის, იტყობინება, რომ გლეიზერების ოჯახი ყატარელი ინვესტორების შეთავაზებას დათანხმდა და გარიგებას ოფიციალური განცხადებაც მალე მოჰყვება. ამის შესახებ გამოცემის მთავარმა რედაქტორმა სოციალურ ქსელშიც დაწერა.
ინფორმაციას ადასტურებს, BBC-ის ექსპერტი ფეისალ ისლამი. იგი დარწმუნებულია, რომ კლუბის გაყიდვა დასკვნით ეტაპზეა და ყველაფერი ყატარელების სასარგებლოდ ვითარდება. ზაიდ ალ ჰამდანმა, კანადა-კატარის ბიზნეს საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა და Armasite ჯგუფის პრეზიდენტმა, შეიხ ჯასიმს გამარჯვება მიულოცა: "ვულოცავ შეიხ ჯასიმ ბინ ჰამად ალ ტანის "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენას".
ამავდროულად, "მანჩესტერ იუნაიტედის" აქციები მკვეთრად თითქმის 17%-ით გაძვირდა და ახლა თითო აქციაზე $24 იყიდება.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.