"მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელმა გლეიზერების ოჯახმა, ჯერ კიდევ ნოემბერში გამოცხადა მზადყოფნა გუნდის გაყიდვასთან დაკავშირებით. მას შემდეგ პოტენციურმა მყიდველებმა რამდენიმე შეთავაზება გააკეთეს.
ამერიკელებისგან კლუბის შეძენის სურვილი ყატარის შეიხმა ჯასიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ და მისმა კომპანია Nine Two Foundation-მა, ასევე ბრიტანელმა სერ ჯიმ რეტკლიფმა თავის ქიმიურ კომპანია Ineos-თან ერთად დაადასტურა. ამ დრომდე კლუბი გლეიზერების განკარგულებაში რჩება და მათ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღიათ.
"იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა გარი ნევილმა გაყიდვის პროცესზე კომენტირებისას შემდეგი განაცხადა: „მართალი გითხრათ, ვფიქრობ, ამ დროისთვის ყველამ უკვე გაიგო, რას აკეთებენ გლეიზერები - ისინი ყველაფრისგან ენერგიის ბოლო წვეთს იწოვენ. გულშემატკივრებს ეს მობეზრდათ, მათ უბრალოდ სურთ, რომ გლეიზერებმა კლუბი დატოვონ".
გარიმ აღნიშნა, რომ რეტკლიფი და შეიხი ჯასიმი "კლუბში მილიარდობით ფუნტის ჩაყრას აპირებენ " და ვინც ახალი მფლობელი გახდება, შეუძლებელია კლუბის ბედის მიმართ, გლეიზერებზე გულგრილი იყოს: "მათ არაფერი იციან, მანჩესტერის ან ინგლისის ჩრდილო-დასავლეთის, საფეხბურთო ტრადიციის შესახებ. გლეიზერები ადგილობრივ კულტურას არ შეესაბამებიან“. - თქვა ნევილმა.
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.