იტალიური "ატალანტას" თავდამსხმელს რასმუს ჰეილუნს ახალი გამოწვევების მიღება სურს, ახალი გამოწვევა კი არც მეტი არც ნაკლები ინგლისის "ნისლიანი ალბიონია", სადაც მისი მომსახურებით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.
Manchester Evening News-ის ჟურნალისტების მიერ გაჟღერებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მზადაა "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებისთვის. თავის მხრივ, "ოლდ ტრაფორდელები" ჰეილუნს, ჰარი კეინის ალტერნატივად განიხილავენ.
20 წლის დამრტყმელი ძალა "ბერგამოელების" ფერებს 2022 წლის აგვისტოდან იცავს. მისი კონტრაქტი ხუთწლიანია და სატრანსფერო ფასი 35 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
რასმუსმა სერია A-ში გასულ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ ეტაპზე უცნობია ინგლისელთა მხრიდან რაიმე კონკრეტული ნაბიჯი არის თუ არა გადადგმული აღნიშნულზე.
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.