The Sun იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი გუნდში სიამოვნებით დააბრუნებდა მეისონ გრინვუდს, მაგრამ გადაწყვეტილება ინგლისელი ტალანტის შესახებ, ჯერ არ არის მიღებული.
ტაბლოიდი სიტუაციის მცოდნე ანონიმურ წყაროს ციტირებს: "მეისონი გახარებულია მის მიმართ მთავარი მწვრთნელის და თანაგუნდელების დამოკიდებულებით. გრინვუდს, თავისი უდანაშაულობის მტკიცედ სჯერა და ძალიან განიცდის, რომ ვერ თამაშობს. ინგლისელი კლუბის შიდა გამოძიების შედეგებს ელოდება .
ფეხბურთელმა და მისმა გარემოცვამ ნათლად "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას განუცხადეს , რომ მათ სურთ გარკვევით იცოდნენ რა ხდება. მათი სურვილია დროულად შეიტყონ კლუბის გადაწყვეტილების შესახებ ".
შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი 2022 წელს დააკავეს გაუპატიურების მცდელობისთვის. თუმცა, გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ მეისონი უდანაშაულოა და შესაბამისად 2023 წლის თებერვალში ბრალდება მოეხსნა .
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.