"მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, კარლოს კაზემირომ გულშემატკივრებს საკუთარი ინსტაგრამის საშუალებით მადლობა გადაუხადა:
"მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ჩემი ოჯახისა და ჩემ მიმართ გამოხატული სიყვარულისთვის. ეს სეზონი ამ დიდებულ კლუბში ჩემთვის პირველი იყო და მუდმივად ვგრძნობდი გულშემატკივართა მხარდაჭერას. ვკითხულობ მიღებულ შეტყობინებებს, სადაც უმეტესობა აღნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დაბრუნდა, მაგრამ ეს მხოლოდ დიდი გზის დასაწყისია".
"ამ კლუბის დიდებულება ფეხბურთელებს გვავალდებულებს, უფრო მეტი მოვთხოვით საკუთარ თავს, ბევრად უფრო მეტი. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ბედნიერი დღეები "ოლდ ტრაფორდზე". მეც სწორედ ამისთვის მოვედი". – დაწერა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ბრაზილიელმა.
შეგახსენებთ, რომ კარლოს ენრიკე კაზემირო "მანჩესტერ იუნაიტედს" მადრიდის "რეალიდან" 2022 წლის 20 აგვისტოს შეუერთდა. ბრაზილიელის ტრანსფერი "წითლებს" 60 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. კაზემირომ "იუნაიტედის" მაისური მიმდინარე სეზონში 51-ჯერ მოირგო. მის ანგარიშზე 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.