თბილისი:
მანჩესტერი:
7-06-2023, 16:26
ავტორი: kikala,
ნანახია: 1572,
კომენტარები: 5
მსოფლიო პრესა "იუნაიტედის" შესახებ
ბოლო სატრანსფერო ჭორები
მსოფლიო პრესა
TeamTALK იტყობინება, რომ ჯეიდონ სანჩოს მომავალი ოლდ ტრაფორდზე ბუნდოვანია. "დორტმუნდი" სანჩოს დაბრუნების რეალური კანდიდატია და ტრანსფერზე მუშაობის დაწყებას აპირებს.

ფლორიან პლეტენბერგი Sky Germany-დან იუწყება, რომ "ლაიფციგი" ენტონი ელანგას შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს "იუნაიტედთან", მაგრამ ისინი მოწინავე პოზიციებზე ჯერ არ არიან. ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ბევრი სხვა კლუბიდანაც არსებობს. გარიგება 15-20 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

Football Insider გვატყობინებს, რომ "ასტონ ვილას" ჰარი მაგუაირის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვს. უნაი ემერის საკმაოდ დიდი სატრანსფერო ბიუჟეტი გამოუყვეს და დიდი სურვილი აქვს, დაცვა გააძლიეროს. ხოლო ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "იუნაიტედის" კაპიტნით "ტოტენჰემიც" არის დაინტერესებული – კლუბი მაგვაიერს 46 მილიონად აფასებს.

იტალიური გაზეთის Mattino ინფორმაციით, "ნაპოლის" ცენტრალური მცველი კიმი თანაგუნდელებს დაემშვიდობა – "იუნაიტედში" მისი ტრანსფერი დროის საკითხია. პირველი შეთავაზება ივლისის თვეში გაკეთდება (1-14 ივლისის პერიოდში), როდესაც ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა ამოქმედდება, კერძოდ კი 60 მილიონი ევრო.
ტრანსფერები
5 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
7 ივნისი 2023 17:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ეს იქეთ იყოს და ლითონს 170მილიონი აუღია დაწინაურებისთვის.აზრზე ხარ რამხელა მაყუთებზე აბაზარი?და თან როგორ შეუძლიათ გაძლიერება ამ ფულით როცა ასე პატარა გუნდი ხარ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: ikeoni
7 ივნისი 2023 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
ციტატა: PaLoMo
ეს იქეთ იყოს და ლითონს 170მილიონი აუღია დაწინაურებისთვის.აზრზე ხარ რამხელა მაყუთებზე აბაზარი?და თან როგორ შეუძლიათ გაძლიერება ამ ფულით როცა ასე პატარა გუნდი ხარ.

Ხო ძაან დიდი ფულია და შენ წარმოიდგინე გავარდნაზეც ფულია :)))
0
№3
ავტორი: PaLoMo
8 ივნისი 2023 12:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ციტატა: ikeoni
ციტატა: PaLoMo
ეს იქეთ იყოს და ლითონს 170მილიონი აუღია დაწინაურებისთვის.აზრზე ხარ რამხელა მაყუთებზე აბაზარი?და თან როგორ შეუძლიათ გაძლიერება ამ ფულით როცა ასე პატარა გუნდი ხარ.

Ხო ძაან დიდი ფულია და შენ წარმოიდგინე გავარდნაზეც ფულია :)))

ნუ ეგ ფული სატელევიზიო შემოსავლწბიდან მისდის გავარდნილი თირე ასე პირდაპირ დაწესებული არააა.სანდერლენდმა რო გავარდა 100ლიმონი მიიღო მაგ სეზონზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: Old Red Devil
10 ივნისი 2023 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
მანჩემაც მგონი 60-65 აიღო...ეხლა ეს გასაშვები ხალხი თუ წავიდა ვაბშე ჩოქ გიუზელ.სანჩოც გასაშვებია,მენტალურად ვერ შედგა.ეს რო მართლა კაი იყოს ამას პეპე გაუშვებდა?!?!?!
0
№5
ავტორი: Manutdia
12 ივნისი 2023 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
მაინც არ არის ისეთი დამაჯერებელი და არ გამოვიდა კარგი ტრანსფერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top