თბილისი:
მანჩესტერი:
7-06-2023, 16:03
ავტორი: kikala,
ნანახია: 1227,
კომენტარები: 9
შეიხ ჯასიმის საბოლოო შეთავაზება
საუბარია $6-6.5 მილიარდზე
შეიხ ჯასიმის საბოლოო შეთავაზება
შეიხმა ჯასიმიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძენად მეხუთე და საბოლოო შემოთავაზება გააკეთა. მისი სურვილი 100%-იანი წილის დაუფლებაა. ეს შემოთავაზება ბოლოა – თუ მორიგ უარს მიიღებს, შეიხი ჯასიმი კატარის ჯგუფთან ერთად საქმიდან გავა. საუბარია 6-6.5 მილიარდ დოლარიან გარიგებაზე.

შეიხის კატეგორიულობა იმითაა განპირობებული, რომ სულ მალე სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და მისი სურვილია, კლუბი დროულად გადაიფორმოს და მზად იყოს სატრანსფერო ინვესტორებისთვის. შეთავაზება 100%-იაინ წილს ეხება.

შეიხი მიიჩნევს, რომ მისი შემოთავაზება საკმაოდ კონკურენტუნარიანია, რადგან მთლიანად ფარავს "მანჩესტერ იუნაიტედის" თითქმის ერთ მილიარდიან ვალს. იგი ასევე ითვალისწინებს ფონდის შექმნას, რომელიც "ოლდ ტრაფორდისა" და კლუბის სავარჯიშო ბაზის "კარინგტონის" რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელი იქნება.

სავარაუდოდ, კლუბის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას გლეიზერების ოჯახი მალე მიიღებს. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედის" ყიდვა ბრიტანელ მილიარდელ სერ ჯიმ რედკლიფსაც სურს.
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
7 ივნისი 2023 16:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
Რავი ეტყობა არაა სათანადო პროტესტი ცოტა მეტი უნდა ქნან და მოიმოქმედონ არ შველის ეს პლაკატების გაშლა... ეხლაც რო უარი თქვან მერე რას აპირებენ საინტერესოა .. ეს რა მოუშორებელი ჭორია ტო
0
№2
ავტორი: kikala
7 ივნისი 2023 16:12
  • სიახლეები: 72
  • კომენტარები: 14
6.5 მილიარდი იყო თავდაპირველი მოთხოვნა იმედია დათანხმდებიან, 4 მილიარდიდან 6.5 აწია შეიხმა ეხლაც თუ არ გაყიდეს აღარ ყოფილა საშველი
0
№3
ავტორი: dybbuk
7 ივნისი 2023 16:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1559
ციტატა: kikala
6.5 მილიარდი იყო თავდაპირველი მოთხოვნა იმედია დათანხმდებიან, 4 მილიარდიდან 6.5 აწია შეიხმა ეხლაც თუ არ გაყიდეს აღარ ყოფილა საშველი

6 მილიარდ ფუნტს ითხოვდნენ გლეიზერები და შეიხი დოლარს სთავაზობს, საკმაო განსხვავებაა
0
№4
ავტორი: PaLoMo
7 ივნისი 2023 17:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ციტატა: dybbuk
ციტატა: kikala
6.5 მილიარდი იყო თავდაპირველი მოთხოვნა იმედია დათანხმდებიან, 4 მილიარდიდან 6.5 აწია შეიხმა ეხლაც თუ არ გაყიდეს აღარ ყოფილა საშველი

6 მილიარდ ფუნტს ითხოვდნენ გლეიზერები და შეიხი დოლარს სთავაზობს, საკმაო განსხვავებაა

განსხვავება არის თუმცა აშკარად უნდა გუნდის ყიდვა კაცს. ამ ფულს 1მილიარდი დანახარჯის ტრანსფერებში და იდეალურ გუნდს დააყენებენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: dzia_David
7 ივნისი 2023 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
რედკლიფი არც ვალს ფარავს, არც რეკონსტრუკცია აქვს გეგმაში, სატრანსფერო პოლიტიკაშიც არამგონია რამე შეიცვალოს და გლეიზერები მაინც გვრჩებიან წილში ასე რომ ადრე დიდად ნავთობზე მიბმის მომხრე არ ვიყავი მარა გუნდისთვის ამოსუნთქვა იქნება ნაღად ეს კაცი.
0
№6
7 ივნისი 2023 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 326
დროზე დამთავრდეს ეს საპნის ოპერა!
0
№7
ავტორი: Malboro463
7 ივნისი 2023 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5869
ამხელა თანხას სხვა არ გადაიხდის ჭკუა თუ აქვთ და გაყიდვა უნდათ დათანხმდენ უნდა
0
№8
ავტორი: Kate
8 ივნისი 2023 06:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: Malboro463
ამხელა თანხას სხვა არ გადაიხდის ჭკუა თუ აქვთ და გაყიდვა უნდათ დათანხმდენ უნდა

რატო, რატკლიფი რასაც იხდის მაგათ ჯიბეში წავა და თანაც წილს შეინარჩუნებენ. ვალს თუ არ გადაიხდის და რეკონსტრუქციას არ გააკეთებს ეგ გლეიზერებს რაში ადარდებთ. ახლა ისე ვარ რომ რაც გინდა ის ქნან, ოორნდ ვინმეს მიყიდონ, იმიტომ რომ სატრანსფერო ბაზარზე მოქმედებს ეს გაურკვევლობა
0
№9
ავტორი: Old Red Devil
10 ივნისი 2023 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
რეტკლიფი გუნდს დააქცევს.ნიცამდე ბევრიც არ გვიკლია მაგრამ...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top