თბილისი:
მანჩესტერი:
6-06-2023, 11:33
ავტორი: kikala,
ნანახია: 1517,
კომენტარები: 3
უკანასკნელი ცნობები "იუნაიტედის" სატრანსფერო გეგმების შესახებ
პრესა "მანჩესტერის" პოტენციურ ტრანსფერებზე საუბრობს
უკანასკნელი ცნობები
იტალიელი ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედს" "ჩელსისთან" მეისონ მაუნტის შესახებ მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყია. "ჩელსი" ინგლისელ ნახევარმცველს 70 მილიონ ფუნტად აფასებს. "წითლების" ხელმძღვანელობას ამხელა თანხის გადახდა არ სურს.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, "მანჩესტერის" მესამე მეკარემ ჯეკ ბატლენდმა გუნდი დატოვა. 30 წლის კიპერი "იუნაიტედში" განათხოვრების წესით "კრისტალ პალასიდან" იმყოფებოდა. ჯეკ ბატლენდმა უკვე გააფორმა კონტრაქტი გლაზგოს "რეინჯერსთან". ბატლენდს "იუნაიტედის" მაისურით მატჩი არ ჩაუტარებია.

Sky Sports-ის ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" ყურადღებით აკვირდებიან მიუხენის "ბაიერნის" ფეხბურთელის ლეონ გორეცკას გარშემო შექმნილ სიტუაციას. კონკრეტული მოლაპარაკებები ამ დროისთვის არ მიმდინარეობს; 28 წლის გერმანელის სურვილი მიუხენში დარჩენაა.

The Daily Mail-ის ჟურნალისტის ადრიან კაიუმბას ცნობით, "ბრაიტონი" ეკვადორელი ნახევარმცველის მოისეს კაისედოს ტრანსფერში 80 მილიონს ითხოვს. 21 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "იუნაიტედის" გარდა "ჩელსი" და "არსენალი" გამოხატავს.
ტრანსფერები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
6 ივნისი 2023 11:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ეხლა უ21 ს ჩემპიონატზე ბევრი ტალანტები გამოჩნდება და იმედია დაკვირდებიან
0
№2
ავტორი: ikeoni
6 ივნისი 2023 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Მიდით ეხლა მოიქოქეთ მალევე უნდა დადონ 2 ტრანსფერი პრე სეზონამდე ...
0
№3
ავტორი: Lev
6 ივნისი 2023 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
კაისედოს ხელიდან გაშვება არ შეიძლება, ამათ თუ ტვინი აქვთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top