თბილისი:
მანჩესტერი:
6-06-2023, 08:28
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 859,
კომენტარები: 3
კოული: ტრებლით სიტი "იუნაიტედზე" დიდი ვერ გახდება"
"სიტის" ასპარეზობის ენდისეული შეფასება.
კოული: ტრებლით სიტი
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა ენდი კოულმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი მოსაზრება გააზიარა ხოსეპ გვარდიოლას გუნდის მიმართ.

წლევანდელ გათამაშებაში, "არაბი შეიხების" გუნდი პრემიერ ლიგის ჩემპიონი და ასოციაციის თასის მფლობელი გახდა.

"სიტის პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდს ვერ უწოდებ - ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" სრული უპატივცემულობაა. თუ "ქალაქელები" ტრიპლეტს მოიპოვებენ, ეს მათ "მანჩესტერ იუნაიტედზე" წინ ვერ დააყენებს. თუმცა მათ ეს მისია ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვთ.

ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ჯერჯერობით "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრებლის ერთადერთი მფლობელია",
- იუწყება კოულის სიტყვებს- FourFourTwo.
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
6 ივნისი 2023 11:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
იმედია ვერ მოიგებენ ))))
0
№2
ავტორი: manubro
6 ივნისი 2023 11:35
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
დიდი პატივისცემის მიუხედავად, სამწუხაროდ დღეს უკეთესი გუნდია და " ჩვენ დიდი ისტორია გვაქვს " ეს უბრალოდ თვალზე ხელის აფარებაა.

"ამ კლუბში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ისტორიაზე" - ესაა ყველაზე დიდი პრობლემა ! მომავალზე უნდა ლაპარაკობდნენ უფრო მეტს ვიდრე წარსულზე. ეს ტიტულები რომ მოიგო გუნდა თავის დროზე მოიგო და ამას ვერავინ წაართმევს, თუ ასე გააგრძელეს კიდე 20 წელიწადში სიტისაც ექნება იმდენივე ეპლი რამდენიც ჩვენ და მერე?

სიტი წერს თავის ისტორიას და ცოტა ხნის შემდეგ არც არავის გაახსენდება რომ 2010 ამდე არაფერს წარმოადგენდა. 1992 წლამდე ასე იყო იუნაიტედიც, რას წარმოადგენდა? ერთი ჩვეულებრიივი გუნდი იყო 7 ტიტულით, რომელიც როდის მოიგეს თვითონაც აღარ ახსოვდათ . შეიჭამა ტვინი უკვე დიდი გუნდია დიდი გუნდიათი... მომავალზე ილაპარაკონ აჯობებს და დღეს რომ სიტის ვერ ვუწევთ კონკურენციას ესეც ფაქტია. რომელი უფრო დიდი გუნდია ისმის კითხვა. ვინც მიმდინარედ იგებს ტურნირებს , ვინ იგებს ტურნირებს ? სიტი... ხოდა სიტი უფრო დიდი გუნდია დღეს მორჩა და გათავდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№3
ავტორი: ikeoni
6 ივნისი 2023 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
იმედია ვერ მოიგებს ლიგას მაგრამ მარტო იმედია.....
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top