თითქმის უკვე გადაწყვეტილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებს ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაიერი დატოვებს.
კლუბის ხელმძღვანელობა შეჯერდა მოთამაშის სატრანსფერო ფასზე რომლის მიღებაც მათ მის სანაცვლოდ სურთ და ის 46 მილიონ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ "ოლდ ტრაფორდელებმა" 2019 წელს მაგუაიერის სანაცვლოდ "მელიებს" 87 მილიონი ევრო გადაუხადეს რაც ცენტრალური მცველის სანაცვლოდ აქამდე გადახდილი რეკორდული თანხაა.
ამჟამად უკვე დასრულებულ სეზონში მაგუაიერმა მხოლოდ 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მისი კონტრაქტი ერიკ ტენ ჰაგის გუნდთან 2025 წლამდეა გათვლილი
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.