"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფეხბურთო კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა.
იბრა "წითლებს" 2016 წლის 1 ივლისს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ჟოზე მაურიონიოს ხელმძღვანელობით, ზლატანმა თავის სადებიუტო სეზონში მოიგო ინგლისის ლიგის თასი, ევროპა ლიგა და ინგლისის სუპერ თასი.
მანჩესტერში იბრაჰიმოვიჩის მეორე სეზონი სირთულეებით სავსე აღმოჩნდა. მას ხშირად აწუხებდა ტრავმები, რის გამოც მხოლოდ 7 მატჩის ჩატარება მოახერხა. ყოველივე ამის ფონზე, 2018 წლის მარტში "იუნაიტედმა" და იბრამ ურთიერთშეთანხმების შედეგად კონტრაქტი გაწყვიტეს.
"წითელი ეშმაკების" რიგებში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 53 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.