თბილისი:
მანჩესტერი:
5-06-2023, 17:19
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1051,
კომენტარები: 4
"იუნაიტედი" ლიდერობს
პირველი ტრანსფერის მოლოდინში.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი ცენტრალური მცველის შეძენასთან ძალიან ახლოს არის. საუბარია "ნაპოლის" ფეხბურთელზე კიმ მინ ჯაეზე, რომელიც სერია A- ს ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახლდათ.

ჟურნალისტი დანიელ ლონგო იტყობინება, რომ "წითელი ეშმაკები" მცველისთვის სატრანსფერო ბრძოლას ლიდერობენ, რომელსაც კონტრაქტში აქვს ფიქსირებული პუნქტი რომლის მეშვეობითაც მისი გამოსყიდვა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე იქნება შესაძლებელი.

ინგლისური გრანდი მზად იქნება გადაიხადოს საჭირო 60 მილიონი ევრო კორეელი ფეხბურთელის სანაცვლოდ.

კიმ მინ ჯაემ, ლუჩიანო სპალეტის გუნდის გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი შეიტანა რის შემდეგაც ის აქტიური სამიზნე გახდა სხვადასხვა ევროპული გრანდისათვის.
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
5 ივნისი 2023 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5869
მაგუაერსაც ქონდა ლესტერის ჩემპიონობაში დიდი წვლილი. 27 წლის ხდება და ამ დრომდე სადმე არ ჩანდა წელს ქონდა წესიერი სეზონი
მარა ნაპოლში ყველა კარგი იყო
ლინდელოფი ნაპოლიში ამაზე უკეთეს შედეგს დადებდა
0
№2
ავტორი: ikeoni
5 ივნისი 2023 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
ციტატა: Malboro463
მაგუაერსაც ქონდა ლესტერის ჩემპიონობაში დიდი წვლილი. 27 წლის ხდება და ამ დრომდე სადმე არ ჩანდა წელს ქონდა წესიერი სეზონი
მარა ნაპოლში ყველა კარგი იყო
ლინდელოფი ნაპოლიში ამაზე უკეთეს შედეგს დადებდა

Ეგრე იყო ვან დაიკიც სად ჩანდა საუთჰემპტონში იყო და იქიდან მოიყვანეს და რა მცველია კი ვხედავთ ეგ ცენზურა...კიმს კიდე ეტყობა რო არ იქნება ერთი სეზონის მოთამაშე ცხოველივითაა ბიჭი ყველა ასპექტში მაგარია
0
№3
ავტორი: PaLoMo
5 ივნისი 2023 23:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Malboro463
მაგუაერსაც ქონდა ლესტერის ჩემპიონობაში დიდი წვლილი. 27 წლის ხდება და ამ დრომდე სადმე არ ჩანდა წელს ქონდა წესიერი სეზონი
მარა ნაპოლში ყველა კარგი იყო
ლინდელოფი ნაპოლიში ამაზე უკეთეს შედეგს დადებდა

მასე ვარდი სად იყო ლესტერის ჩემპიონობამდე?ისე თი ითამაშა ამან 2-3 წელი იდეალური იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: Old Red Devil
6 ივნისი 2023 06:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ისეთი ტენდენცია აქვს გუნდს რომ ვინც არ უნდა იყიდოს ბოლოს ფუჭდება, და მერე ვიძახით ნუ,თავიდანვე არ ვარგოდაო...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top