ინგლისის უმაღლესი დონის ტურნირების 2022/23 წლების სეზონები ოფიციალურად გუშინ დასრულდა. ასოციაციის თასის ფინალში ერთმანეთს ორი "მანჩესტერული" გრანდი დაუპირისპირდა, ერიკ ტენ ჰაგის და ხოსეპ გვარდიოლას გუნდებმა გამარჯვებული გამოავლინეს.
ერიკ ტენ ჰაგის შეგირდები მინიმალური სხვაობით ანგარიშით 2-1 დამარცხდნენ "ქალაქელებთან", ეს გახლდათ ნიდერლანდელი სპეციალისტის სადებიუტო სეზონი "იუნაიტედში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, "წითელი ეშმაკების" კაპიტანმა ბრუნო ფერნანდეშმა იმედგაცრუება გამოხატა და შემდეგ სეზონში დიდი ტიტულებისთვის ბრძოლაც დაანონსა.
"ყველა იმედგაცრუებულები ვართ ფინალის შედეგით, ამის გაცნობიერება ძნელია. გვინდოდა სხვანაირად დასრულებულიყო ეს სეზონი. ვპროგრესირებდით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სეზონს წარმატებულს ვერ ვუწოდებ, თუმცა კარგი სეზონი გამოვიდა საბოლოო ჯამში. შემდეგში ვეცდებით უფრო პრესტიჟული თასების მოგებას", - ციტირებს BBC Sport ბრუნო ფერნანდეშის სიტყვებს.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.