ერიკ ტენ ჰეგი "მანჩესტერ იუნაიტედს" ხოსეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტისთვის" ურთულეს მეტოქედ მიიჩნევს. დღეს მისი გუნდი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში, "დერბიში" ანგარიშით 1-2 დამარცხდა.
"ვულოცავ "მანჩესტერ სიტის" თასის მოგებას. კარგი ბრძოლა შევთავაზეთ მაყურებელს, ძალიან ორგანიზებულად ვიმოქმედეთ. ძნელი დასამარცხებელი ვიყავით, ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო გუნდს სივრცეები ნაკლებად დავუტოვეთ.
სწრაფი გოლის შემდეგ, ჩვენ დავბრუნდით და ალბათ ერთადერთი გუნდი ვართ მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ბრძოლა. ადრეული გოლის შემდეგ რთულდება ყველაფერი, თუმცა შევინარჩუნეთ მენტალიტეტი, შევინარჩუნეთ სიმშვიდე.
ჩვენ უკეთ შეგვეძლო ბურთის მართვა, ვიცი. მაგრამ ეს ნაბიჯი ჩვენი შემდეგი იქნება მომავალში უფრო მეტს ვიმუშავებთ ამ ყველაფერზე. არ მგონია, რომ დღეს ჩვენი გაკრიტიკება შეიძლება, კარგი მატჩი ჩავატარეთ და სეზონი საბოლოო ჯამში შესანიშნავი გამოვიდა.
მაქვს გეგმა რომლის განხორციელებასაც ვაპირებ, ვიმუშავებ ხელმძღვანელობასთან სტაფთან ერთად რომ მომავალ სეზონში ვიყოთ იმაზე უკეთესები ვიდრე აქამდე", - განაცხადა დასასრულს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.