დღეს გამართულ ასოციაციის თასის ფინალს "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეც ესწრებოდა. ხომ არ არის ეს ყველაფერი იმის მიმასწავლებელი, რომ ფეხბურთელი მალე მოირგებს ერიკ ტენ ჰაგის გუნდის მაისურს.
საუბარია ამსტერდამის "აიაქსის" ცენტრალურ მცველზე იურიენ ტიმბერზე, რომელიც პაპარაცებმა "უემბლის" სახელობის მოედანზე დააფიქსირეს. აღნიშნულზე ინფორმაცია ცნობილმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.
გასულ წელს ინგლისური გრანდი უკვე ცდილობდა ტიმბერის გაფორმებას თუმცა უშედეგოდ, როგორც ჩანს მორიგი მცდელობა ზაფხულში იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ტიმბერსა და ტენ ჰაგს ამსტერდამულ კლუბში ერთად მუშაობის გამოცდილება აქვთ. როგორც ჩანს სპეციალისტი ყოფილ შეგირდს ვერ ელევა და მისი "ოლდ ტრაფორდზე" ხილვა სურს.
ტრანსფერმარკეტი უკანახაზელ ფეხბურთელს 42 მილიონ ევროდ აფასებს. ამჟამად უკვე დასრულებულ სეზონში ტიმბერმა 47 მატჩი ითამაშა გაიტანა 2 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაც მიითვალა პირად აქტივში.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.