ერიკ ტენ ჰაგის ერთ ერთი მთავარი სამიზნე მეისონ მაუნტი "მანჩესტერის" გზას ადგას. მოლაპარაკებები მიმდინარეობს შესათანხმებელია მხოლოდ სატრანსფერო ფასი.
"წითელმა ეშმაკებმა" უკვე წაატებით შეათანხმეს თავად მაუნტთან კონტრაქტის პირადი დეტალები, თუმცა "ჩელსი" ჭირვეულობს, მათ ფეხბურთელის სანაცვლოდ რაც შეიძლება დიდი თანხის მიღება სურთ.
გარიგების გასაადვილებლად, "მანჩესტერ იუნაიტედი", სავარაუდოდ, მაგუაიერს შესთავაზებს "ლურჯებს", იტყობინება ჟურნალისტი ჩარლი ვაიატი. ცენტრალური მცველი არ შედის ერიკ ტენ ჰაგის გეგმებში და კლუბი მზად არის ამ ზაფხულს ინგლისელ ფეხბურთელთან ხელშეკრულება გაწყვიტოს.
მეისონ მაუნტი Transfermarkt-ის მიერ 65 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ხოლო ჰარი მაგუაირი 25 მილიონ ევროდ.
ჭორები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.