The Telegraph-ის ჟურნალისტი ჯეიმს დაკერი იტყობინება, რომ "იუნაიტედმა" მეისონ მაუნტთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
მაუნტის დამატების სურვილს "ლივერპული" და "არსენალიც" გამოხატავენ. "მერსისაიდელები" დიდ დარტყმას მიიღებენ, თუ მეისონი მათ მთავარ მოსისხლე მტერს შეუერთდება, ხოლო "არსენალი" ამ ეტაპზე დეკლან რაისის ტრანსფერზეა გადართული. სატრანსფერო ღირებულება კლუბებს შორის ჯერ არ შეთანხმებულა.
კლუბებს შორის მოლაპარაკება მას შემდეგ დაჩქარდა, რაც ხუთშაბათს ისინი "ოლდ ტრაფორდზე" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჟურნალისტის ცნობით, მეისონ მაუნტის ტრანსფერი ერიკ ტენ ჰაგის სურვილია და მას რვიანის პოზიციაზე მოიაზრებს.
მაუნტი ჩელსის აკადემიის აღზრდილია და ამჟამად ტრავმირებულია; სატრანსფერო თანხაზე შეთანხმებას რამდენიმე კვირაში ვარაუდობენ.