"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ გუნდის პორტუგალიელმა მცველმა დიოგო დალომ ახალი კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, დალო ჟურნალისტებს გაესაუბრა: "ითამაშო "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით – ეს ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრივილეგიაა. ამ 5 წლის განმავლობაში, "იუნაიტედთან" ერთად რამდენიმე საოცარი მომენტი განვიცადე. ამ დროის განმავლობაში გავიზარდე, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი და ჩემი სიყვარული "იუნაიტედის" მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა.
ჩვენ, ფეხბურთელები, ვგრძნობთ, რომ რაღაც ახლისა და განსაკუთრებულის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ "იუნაიტედმა" დასახულ მიზნებს მიაღწიოს და გულშემატკივარმა ჩვენით იამაყოს".
24 წლის პროტუგალიელი "იუნაიტედის" რიგებს "პორტოდან" 2018 წელს შეუერთდა. მან "მანჩესტერის" ღირსება 107 მატჩში დაიცვა და 3 გოლის გატანა მოახერხა.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.