იტალიელი ჟურნალისტი ფარბრისიო რომანო იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა გუნდიდან 4 ფეხბურთელის გაშვება გადაწყვიტა. წამსვლელთა სიაში შედიან მცველები: ერიკ ბაილი, ალექს ტელეში, აქსელ ტუანზებე და ფილ ჯონსი.
ერიკ ბაილი "იუნაიტედის" ღირსებას იცავს 2017 წლიდან, როცა იგი გუნდს "ვილიარეალიდან" შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში, 29 წლის კოტ დიუვარელმა წითელი მაისური ყველა ტურნირზე 113-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა. ბაილი მიმდინარე სეზონს განათხოვრების წესით "მარსელში" ატარებს, სადაც მან 17 მატჩი ითამაშა.
ალექს ტელეში "იუნაიტედს" 2020 წელს "პორტოდან" შეუერთდა. მან "ეშმაკების" მაისურით 50 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ბრაზილიელი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით "სევილიაში" ატარებს, სადაც 36 მატჩი ითამაშა.
თავისუფალი აგენტის სტატუსით გუნდს დატოვებს 25 წლის ინგლისელი აქსელ ტუანზებეც, რომელიც კლუბის აღზრდილია. 2017 წელს იუნაიტედის პირველ გუნდში დებიუტის შემდეგ, მან "იუნაიტედის" ღირსება 37 მატჩში დაიცვა. ინგლისელი მცველი ამა წლის იანვარში "სტოკ სიტიში" გადავიდა იჯარით, სადაც მან 5 მატჩი ჩაატარა.
ფილ ჯონსი "მანჩესტერს" 2011 წელს "ბლექბერნ როვერსიდან" შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში, ყველა ტურნირზე "იუნაიტედის" რიგებში ჯონსმა 229 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა. თუმცა, ხშირმა ტრავმებმა მას არ მისცა საშუალება თავისი პოტენციალი ბოლომდე გამოევლინა. ფილი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.