იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, რომ ტურინის "იუვენტუსს" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი თავდამსხმელის ანტონი მარსიალის გადაბირება სურს. მარსიალის წარმომადგენლებსა და "ბებერ ქალბატონს" შორის კონტაქტი უკვე შედგა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ფრანგი თავდამსხმელი "იუნაიტედის" სასტარტოს გაუშინაურდა, ტენ ჰაგს ძალიან აფიქრებს ტრავმისადმი მისი მიდრეკილება. ამის გამო მან მიმდინარე სეზონის თითქმის ნახევარი გამოტოვა.
მიმდინარე სეზონში, ანტონი მარსიალმა ყველა ტურნირზე "იუნაიტედის" მაისურით 9 გოლი გაიტანა. თუმცა, იმის ფონზე, რომ კლუბი ახალი ცენტრალური თავდამსხმელის შეძენას აპირებს, ფრანგის მომავალი "წითლებში" ბუნდოვანი ჩანს.
27 წლის მარსიალის კონტრაქტი "იუნაიტედთან" მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და მის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
ჭორები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.