თბილისი:
მანჩესტერი:
29-05-2023, 13:25
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 832,
კომენტარები: 4
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ნიდერლანდელი თამაშის შემდეგ.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
პრემიერ ლიგის 2022/23 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულდა, საკუთარი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" ერიკ ტენ ჰაგის "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვებით დაასრულა. გთავაზობთ სპეციალისტის მატჩისშემდგომ ინტერვიუს.

27 საშინაო მოგება სეზონში

"ძალიან გვინდოდა მოგება. "ფულჰემი" კარგი გუნდია, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, მაგრამ ვფიქრობ, ამ მატჩში ბევრი შანსი შევქმენით. ასე რომ, ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით, კმაყოფილი ვარ მესამე ადგილით და ბედნიერი, რომ ჩვენ დავამყარეთ რეკორდი აქ "ოლდ ტრაფორდზე" ამ სეზონში 27 საშინაო მოგებით. ეს დიდი მიღწევაა".

დავისაჯეთ პასიური დასაწყისის გამო

"მატჩის დასაწყისი რთული იყო, უდისციპლინოები და მოუწესრიგებლები ვიყავით და ამის გამო დაგვსაჯეს. მაგრამ ამის შემდეგ გუნდმა კვლავ გამოიჩინა მონდომება, ბურთის ფლობით და მის გარეშე კარგად გადავეწყვეთ, კარგი ტემპი ავიღეთ და ბევრი მომენტი შევქმენით. მოედნის ბოლო მესამედი ჩვენი იყო, კარგად ვაპრესინგეთ და მეტოქეს სერიოზული პრობლემები შევუქმენით".

დე ხეას სეივი - გადამწყვეტი მომენტი

"ვფიქრობ, ეს იყო მატჩის გარდამტეხი მომენტი. დავიდის სეივი ბრწყინვალე იყო - მან აიძულა ჩვენი გუნდი გაეთანაბრებინა თამაში და მოეგო ეს მატჩი. შესვენებაზე ფეხბურთელებს სიმშვიდის შენარჩუნება ვთხოვეთ. ავამაღლეთ როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური თამაშის დონე და გამარჯვება სრულიად დამსახურებული იყო. ეს გვაძლევს თავდაჯერებულობას მომავალ კვირას მატჩის წინ".

ინვესტიციის საჭიროება

"კლუბმა კარგად იცის, რომ თუ ჩვენ გვინდა წინსვლა, გვინდა ვიყოთ ოთხეულში, გვსურს ვიბრძოლოთ ტიტულებისათვის ასეთ ძლიერ ჩემპიონატში, მაშინ გვჭირდება ინვესტიციები, თორემ ამ ყველაფრის შანსი არ გვექნება. . ჩვენ ვნახეთ, რომ ზამთარში ჩვენს ირგვლივ მყოფმა კლუბებმა გუნდებში დიდი ფულის ინვესტიცია მოახდინეს. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, მაგრამ ჩემპიონატში მაინც მესამე ადგილი დავიკავეთ, ამიტომ ძალიან ბედნიერი და ვამაყობ ჩემი გუნდით".

ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ "სიტი"

"ფეხბურთში ყოველთვის გაქვს შანსი. ჩვენ უკვე დავამარცხეთ ისინი იანვარში და "იუნაიტედმა" ბოლო წლებში არაერთხელ დაამარცხა "სიტი". ამ მოთამაშეებმა იციან, რომ როდესაც ისინი უმაღლეს დონეზე თამაშობენ, შეუძლიათ ნებისმიერ გუნდს შეეჯიბრონ. გასაგებია, რომ ჩემპიონატის საუკეთესო გუნდთან მატჩი გვაქვს, მაგრამ შანსი გვაქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ. ყველაფერი უნდა მივცეთ და საბაბს არ ვეძიოთ", - განაცხადა დასასრულს ერიკ ტენ ჰაგმა.
პრესკონფერენცია
4 კომენტარი
№1
29 მაი 2023 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 326
თავები უნდა დაიხოცონ სიტისთან.
0
№2
ავტორი: ikeoni
29 მაი 2023 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
ციტატა: კახა ხოსროშვილი
თავები უნდა დაიხოცონ სიტისთან.

Მჯერა რო ეგრეც იქნება
0
№3
ავტორი: PaLoMo
29 მაი 2023 23:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ბოლო მატჩია და ვინც თავს დაზოგავს გააჯმეინონ გუნდიდან ეგრევე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: gaga1987
29 მაი 2023 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
იმედია დაასვენებს ლიგის ფინალისთვის სასტავს და თავს არ მოიკლავს.უნდა მოვიგოთ როგორმე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top