თბილისი:
მანჩესტერი:
29-05-2023, 10:17
ავტორი: kikala,
ნანახია: 670,
კომენტარები: 1
ტენ ჰაგის აზრით რეშფორდს 40 გოლის გატანა შეუძლია
"იუნაიტედის" თავდამსხმელის ახალი მისია
ტენ ჰაგის აზრით რეშფორდს 40 გოლის გატანა შეუძლია
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა მარკუს რეშფორდმა ამ სეზონში 30 გოლის გატანა მოახერხა. იგი გახდა "იუნაიტედის" პირველი მოთამაშე 10 წლის შემდეგ, რომელმაც აღნიშნული სტატისტიკა გაიმეორა. "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მიიჩნევს, რომ მარკუსს მეტი შეუძლია:

"მარკუსს საკუთარი თამაშის გაუმჯობესება და მეტის გატანა შეუძლია. მაგალითად, ბოლო 10 მატჩში მან მხოლოდ 2-3 გოლი გატანა მოახერხა, ასე რომ მას აქვს პოტენციალი, მოუმატოს და გოლები სტაბილურად გაიტანოს.

მე კმაყოფილი ვარ მისით. ფაქტია, მარკუსი ახალ ეტაპზე გადავიდა. მიხარია, რომ გუნდში მყავს ფეხბურთელი, რომელსაც მეტი შემიძლია მოვთხოვო. ჩვენ მას მხარს ვუჭერთ როგორც სათამაშო კუთხით, ისე მენტალურად. ვფიქრობ, მომდევნო სეზონში 40 გოლის გატანის რესურსი აქვს და ეს მისთვის ახალი მიზანი უნდა იყოს".
- თქვა ნიდერლანდელმა.

შეგახსენებთ, რომ იუნაიტედის 25 წლის ფეხბურთელმა კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა, გაიტანა რა 30 გოლი ყველა ტურნირზე "მანჩესტერის" მაისურით. "იუნაიტედი" მოლაპარაკებებს აწარმოებს მარკუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. რეშფორდის მიმდინარე კონტრაქტი "წითლებთან" 2024 წელს იწურება.
ინტერვიუები
1 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
29 მაი 2023 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
სადაც 30 გოლი გაიტანა ამდენი ტრამვის და გამოტოვებული თამაშის ფონზე რატომაც არა 40
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top