მიმდინარე სეზონის ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ერიკ ტენ ჰაგის შეგირდი, რომელმაც გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა და პირადი აქტივიც შესამჩნევად გაიუმჯობესა.
მარკუს რეშფორდი გახდა "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი მოთამაშე 10 წლის შემდეგ რომელმაც ქვემოთ აღნიშნული სტატისტიკა გაიმეორა.
25 წლის ფეხბურთელმა "ჩელსი"- სთან, პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში თავის გამოჩენა მატჩის 78-ე წუთზე შეძლო და ანგარიში 4-0 დააფიქსირა.
სტატისტიკური კომპანია Opta-ს ცნობით, რეშფორდი ათი წლის განმავლობაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში 30 ან მეტი გოლი გაიტანა იმავე სეზონში ყველა ტურნირზე.
2012/13 წლების სეზონში მსგავს წარმატებას მიაღწია გუნდის ყოფილმა, ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ.
რეშფორდს 54 მატჩი დასჭირდა 30 გოლის მისაღწევად. მას ასევე აქვს 11 საგოლე გადაცემა.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.