პრემიერ ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშება დასასრულს უახლოვდება. სატურნირო ცხრილი სულ მალე საბოლოო სახეს მიიღებს.
ერიკ ტენ ჰაგის გუნდი დიდი ალბათობით მესამე პოზიციას დაიკავებს, წინ მხოლოდ "არსენალი" და წლევანდელი გათამაშების გამარჩვებული "მანჩესტერ სიტია".
გუნდის ამათუიმ წარმატებულ სტატისტიკას ერთი მნიშვნელოვანი წარმატებულად დაგვირგვინებული ფაქტორიც ავსებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" საშინაო არენა აუღებელ ციხე სიმაგრედ იქცა. "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვებას დიდი ხანია ვერავინ ახერხებს.
ერიკ ტენ ჰაგი და მისი შეგირდები საკუთარ კედლებში 27 მატჩია არ დამარცხებულან, ბოლოს ამის გაკეთებას გასულ ტურში ლონდონის "ჩელსი" ცდილობდა რომელიც 4-1 განადგურდა. ტენ ჰაგის წარმატებული სვლა გრძელდება, სეზონის მაჟორულ ნოტაზე დასასრულებლად სპეციალისტს თასის ფინალში გამარჯვება ესაჭიროება.
სტატიები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.