ფეხბურთელი რომლის პრემიერლიგურ ასპარეზობებს "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები აქტიურად აკვირდებიან, ჯეიდონ სანჩო - მოთამაშე რომელიც ამ სეზონამდე, მასზე გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებდა.
აკმაყოფილებს თუ არა ამ ავანსებს მიმდინარე სეზონში ინგლისელი ძნელად სათქმელია, თუმცა მისი ბოლოდროინდელი ასპარეზობებით კლუბის მენეჯერი ერიკ ტენ ჰაგი კმაყოფილია.
"ჯიედონმა საკუთარი შესაძლებლობების ჩვენება მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავად შეძლო. მან კარგი მატჩი ჩაატარა "ჩელსი"-სთან.
სანჩო გუნდის ერთ-ერთი მოთამაშეა, რომელმაც ამ სეზონში პროგრესი განიცადა. ეს შესანიშნავი საფუძველია შემდგომი განვითარებისთვის", - ციტირებს კლუბის პრეს-სამსახური ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს.
სანჩომ ინგლისის პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა. 23 წლის ნახევარმცველმა 5 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ინტერვიუები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.