ინგლისის ლიგის თასი, განაღდებული ოთხეული, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის მესამე ადგილი, კიდევ ერთი სათამაშო ფინალი - ეს ერიკ ტენ ჰაგის სადებიუტო სეზონის "მანჩესტერ იუნაიტედია".
ტრავმების ფონზე, საკადრო პრობლემების ფონზე, სპეციალისტმა შეძლო და გუნდის პროგრესი საფეხბურთო ელიტას აჩვენა.
პრემიერ ლიგის გამოტოვებულ მატჩში "მანჩესტერელებმა" ფრენკ ლამპარდის ლონდონის "ჩელსი" გამანადგურებელი ანგარიშით 4-1 დაამარცხეს და მდევარი" ლივერპულის" საჩემპიონთალიგო შანსებიც გაანადგურეს.
კიდევ ერთი წარმატებული სტატისტიკა აღნიშნულ მატჩში გამარჯვებით, კერძოდ, 2010/11 წლების სეზონის შემდეგ, მაშინ როდესაც გუნდს სერ ალექს ფერგიუსონი წვრთნიდა პირველად, "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ტოპ-6 ის ყველა წარმომადგენელი დაამარცხა საკუთარ მოედანზე.