"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი კაზემირო სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა გუნდის ყველაზე პროდუქტიულ მოთამაშეთა შორის.
ბრაზილიელი "წითელმა ეშმაკებმა" გასულ ზაფხულს მადრიდის "რეალი"- დან შეიძინეს. ინგლისში სადებიუტო სეზონში,საყრდენი ნახევარმცველი არა მხოლოდ თავდაჯერებულად ართმევს თავს მთავარ მოვალეობებს, არამედ ხშირად უშუალოდ მონაწილეობს გოლებში.
მას 13 ეფექტური მოქმედება აქვს აღნიშნულ ასპექტში შვიდი გოლი და ექვსი საგოლე პასი 49 მატჩში ყველა ტურნირზე ერთადაღებული.
ერიკ ტენ ჰაგის გუნდში უფრო ხშირად მხოლოდ მარკუს რაშფორდი (41) და ბრუნო ფერნანდესი (27) გამოირჩეოდნენ ამ კომპონენტით.
კაზემიროს შემდეგ არიან ანტონი მარსიალი და კრისტიან ერიქსენი (12), ასევე ბრაზილიელი ანტონი (11).
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.