ახლო წარსულში ცნობილ ბრაზილიელ ყოფილ ფეხბურთელს რივალდოს ნეიმარის ხილვა "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს.
31 წლის თავდამსხმელმა, როგორც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, შესაძლოა, მომავალ სატრანსფერო ფანჯარაში "პსჟ" დატოვოს. მისი შეძენის მთავარი პრეტენდენტები ინგლისის პრემიერ ლიგის გიგანტები არიან.
"ლეგენდარულ კლუბში გადასვლა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში თამაშობს, ნეიმარისთვის შესანიშნავი ნაბიჯი იქნება. მას ახალი გამოწვევა სჭირდება.
2017 წელს მის "პსჟ"-ში გადასვლა მთლად მართებული არ მეგონა, მაგრამ ახლა სრულად ვუჭერ მხარს "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერის იდეას", - ციტირებს რივალდოს სიტყვებს UtdDistrict-ს.
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.