თბილისი:
მანჩესტერი:
25-05-2023, 02:34
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1543,
კომენტარები: 10
რომანო: "პროგრესი მიღწეულია"
მოლაპარაკებები მალე წარმატებით დასრულდება.
რომანო:
პორტუგალიელი მარჯვენა მცველი კლუბში დიდხანს დარჩება. "მანჩესტერ იუნაიტედის" უკანახაზელი დიოგო დალო ახლოს არის ახალ გრძელვადიან კონტრაქტთან გაუმჯობესებული პირობებით.

როგორც ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იუწყება, კლუბისა და ფეხბურთელის მხარეებმა მნიშვნელოვანი პროგრესი მიაღწიეს ახალი კონტრაქტის დეტალების განხილვაში.

"წითელი ეშმაკების" გეგმა მისი შენარჩუნება და გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებაა, აღნიშნავს ცნობილი ინსაიდერი.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის პორტუგალიელის მიმდინარე კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში დალოკ ტენ ჰაგის შემადგენლობაში 41-ი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ორჯერ თავად გაიტანა ხოლო სამჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt მცველს 35 მილიონ ევროდ აფასებს.
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Kate
25 მაი 2023 07:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ამას იტოვებენ და ვანო ბისაკას ყიდიან
0
№2
ავტორი: gaga1987
25 მაი 2023 08:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ამას ბისაკა ჯობია 1000000000%ით.საერთოდ არ მომწონს ამის თამაში და არც არასდროს მომწონდა.
0
№3
ავტორი: ikeoni
25 მაი 2023 09:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
Არჩევნის საშუალება რო მქონდეს დალოს და ბისაკას შორის ულაპარაკოდ აარონს ავირჩევდი
1
№4
ავტორი: Malboro463
25 მაი 2023 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5869
ბისაკა მართლა ჯობია
0
№5
ავტორი: dybbuk
25 მაი 2023 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1559
ვიფიქრე აჰა გვეშველა, როგორც იქნა გონიერ სატრანსფერო პოლიტიკას დაადგნენ და ყველაფერი ლაგდებათქო და აგერ სრული აბსურდის წინაშე გავიჩითეთ. ტიპმა არც პოზიციის შერჩევა იცის, ვერც თავით თამაშობს, არც პადკატი იცის, არც ჩაწოდება, არც დარტყმა, აი აბსოლუტურად უინტელექტო და უტვინო ფეხბურთელია და ესენი კონტრაქტს უხანგრძლივებენ, მოკლედ ლაპარაკადაც არ ღირს
0
№6
ავტორი: Methadon
25 მაი 2023 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
დალოტს რომ კონტრაქს უხანგრძლივებენ მაგაში რა არის გაუგებარი? ჯერ ერთი 35 მილიონი აქვს სატრანსფერო ღირებულება, თუ არ გაამართლა სხვებისგან განსხვავებით ვინც მართლა გასაშვებია, უამრავი მსურველი გამოუჩნდება ნებისმიერ დროს. მეორეც, ეს რომ გაყიდო ვინმე უკეთესი ხომ უნდა მოიყვანო? უკეთესს კიდე ფული უნდა და ეგ ფული თავდამსხმელის და კიდე ერთი კაი რვიანის მოყვანას მოხმარდეს ჯობია. თან ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში და ტრავმების პერიოდში კარგად გამოჩნდა რამდენად მნიშვნელოვანია ვარიაბელური ფეხბურთელების გუნდში ყოლა. მოკლედ, უნდა დარჩეს ჩემი აზრით.
0
№7
ავტორი: Gio56
25 მაი 2023 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
ციტატა: Methadon

მართალი ხარ
0
№8
ავტორი: Malboro463
25 მაი 2023 21:40

გაუგებარი არაფერია ბისაკაზე თქვეს ყველანაირ შემოთავაზებას განვიხილავთო ანუ გაშვებას უპირებენ და არჩევანზე თუა საქმე იმის დატოვება ჯობია ჩვენი აზრით
0
№9
ავტორი: dzia_David
26 მაი 2023 07:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
არადა რა უაზრო იგროკია.
0
№10
ავტორი: Old Red Devil
26 მაი 2023 09:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ბისკვიტი სტაბილურად თამაშობს.შეიძლება გახანგრძლივებები სატრანსფერო პოლიტიკაა.რეალურად 1 წელი რომ აქვს ფეხბურთელს და გაყიდვა გინდა კარგ ფასად ვინ მოგცემს დავუშვათ 40?არავინ
ყველა ნახევარა ან ნაკლებს გეტყვის.ხოლო თუ ათამაშებ და კონტრაქტს უხანგრძლივებ ეი ფასიც მოემატება ალბათ რაღაც ერთგვარი ხრიკია რასაც ყველა იყენებს.თორე აბა როგორ დავიჯერო დალო რომ ბისაკას ჯობია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top