ახალი კლუბი, ახალი გამოწვევები, ლონდონის "ჩელსის" ახალგაზრდა შემტევი ძალა მეისონ მაუნტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე კარიერულ სიახლეებს გეგმავს.
მისი ორიენტირება აღებულია "ოლდ ტრაფორდისაკენ", ფეხბურთელს "მანჩესტერში" სურს ასპარეზობის გაგრძელება, ამის შესახებ ცნობილი ინსაიდერი დევიდ ორნშტეინი სოციალურ ქსელში იუწყება.
წყაროს ცნობით, "ლონდონური" კლუბი მზადაა ფეხბურთელის გაყიდვას დათანხმდეს. მოსალოდნელია, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყება.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვა კლუბების ინტერესიც, 24 წლის ინგლისელი ფეხბურთელის მთავარი პრიორიტეტი "იუნაიტედში" თამაშია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერიკ ტენ ჰაგის კლუბის მენეჯმენტი მზად არის ფეხბურთელისთვის 58 მილიონი ევრო გადაიხადოს.
რაც შეეხება მოთამაშის პირად აქტივს, მაუნტმა მიმდინარე სეზონში სამი გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ მონაგარში.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.