თბილისი:
მანჩესტერი:
25-05-2023, 02:15
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1071,
კომენტარები: 7
მოლაპარაკებები მალე დაიწყება
ტრანსფერი "ლონდონიდან".
მოლაპარაკებები მალე დაიწყება
ახალი კლუბი, ახალი გამოწვევები, ლონდონის "ჩელსის" ახალგაზრდა შემტევი ძალა მეისონ მაუნტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე კარიერულ სიახლეებს გეგმავს.

მისი ორიენტირება აღებულია "ოლდ ტრაფორდისაკენ", ფეხბურთელს "მანჩესტერში" სურს ასპარეზობის გაგრძელება, ამის შესახებ ცნობილი ინსაიდერი დევიდ ორნშტეინი სოციალურ ქსელში იუწყება.

წყაროს ცნობით, "ლონდონური" კლუბი მზადაა ფეხბურთელის გაყიდვას დათანხმდეს. მოსალოდნელია, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყება.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვა კლუბების ინტერესიც, 24 წლის ინგლისელი ფეხბურთელის მთავარი პრიორიტეტი "იუნაიტედში" თამაშია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერიკ ტენ ჰაგის კლუბის მენეჯმენტი მზად არის ფეხბურთელისთვის 58 მილიონი ევრო გადაიხადოს.

რაც შეეხება მოთამაშის პირად აქტივს, მაუნტმა მიმდინარე სეზონში სამი გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ მონაგარში.
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Kate
25 მაი 2023 07:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
საერთოდ არ მომწონს მაუნტი, იმედია არ იყიდიან
0
№2
ავტორი: ikeoni
25 მაი 2023 08:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11446
ციტატა: Kate
საერთოდ არ მომწონს მაუნტი, იმედია არ იყიდიან

მეც ეგ წარმოდგენა მაქვს ამ ბიჭზე
1
№3
ავტორი: Malboro463
25 მაი 2023 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5857
ეს მაგარი ****
არც ათიანზე ცარგა და არც რვიანზე
0
№4
ავტორი: Methadon
25 მაი 2023 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
ჰავერცზე იჩალიჩონ ბარემ, ეგეც სიხარულით გაიქცევა ჩელსიდან.
0
№5
ავტორი: Hargreaves
25 მაი 2023 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
ჩემი აზრით მორიგი ჭორია რეალურად მაუნტის საჭიროებას ვერ ვხედავ გუნდში... 60 მილიონად სჯობს ვინმე ახალგაზრდა პერსპექტიული მოიყვანონ
1
№6
ავტორი: Old Red Devil
26 მაი 2023 09:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
შანსი არაა.ერიკი ეგეთ სისულელეს ვერ იზავს.წავიდა ვუდვორდების დრო როცა დიმარიებს და ფალკაოებს თრეულობდნენ...
0
№7
ავტორი: Mishiko82
26 მაი 2023 18:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 600
მაუნტის წამოყვანას ჩელსიდან ჰავერცის წამოყვანა ჯობია ძალიან ნიჭიერი ბიჭია, ჩემი აზრით ჩელსის არ ყავს ის ფეხბურთელები რომლებიც ჩვენ გვჭირდება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top