"ლონდონელებთან" გასამართი დაპირისპირების წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა თავისი გუნდის ამბიციებზე ისაუბრა და გარდა ამისა სხვადასხვა საკითხებსაც შეეხო.
შეგახსენებთ, რომ "წითელმა ეშმაკებმა" ამ სეზონში ტიტულზე დაუფლება უკვე შეძლეს, ლიგის თასის ფინალში მათ "ნიუკასლი" დაამარცხეს. გარდა ამისა მათ დარჩათ შეხვედრა "მანჩესტერ სიტისთან" რომელიც ინგლისის თასის მფლობელის ვინაობას გაარკვევს.
"ჩვენ ვაშენებთ გრძელვადიან პროექტს. უკვე მოვიგეთ ერთი თასი, მაგრამ მეტი გვსურს. ჩვენი მიზანია საუკეთესო გუნდებთან დაპირისპირება. ვვითარდებით და ვფიქრობ რომ ჩვენი არჩეული მიმართულება სწორია.
რეშფორდმა გუშინ განაახლა ვარჯიში. როგორც ჩანს, მარკუსი ფორმაშია, თუმცა დღეს საბოლოო ტესტირება უნდა ჩატარდეს მისი ჯამრთელობის შესახებ, გავარკვიოთ რამდენად პროდუქტიული იყო მისთვის ვარჯიში. ჯერ არ ვიცი ითამაშებს თუ არა რაშფორდი "ჩელსის" წინააღმდეგ.
რაც შეეხება ნეიმარს, დამერწმუნეთ თუ რამე სიახლე იქნება აუცილებლად შეგატყობინებთ",- აცხადებს დასასრულს ტენ ჰაგი.
პრესკონფერენცია
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.