გავლენიანმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სიახლეები მიმოიხილა. მისი თქმით, "იუნაიტედი" ამ ეტაპზე არ არის "პსჟ"-ს ბრაზილიელი ვარსკვლავით დაინტერესებული, თუმცა ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუ კლუბი ამ ზაფხულს გაიყიდება:
"საფრანგეთიდან გავრცელდა რამოდენიმე ცნობა, რომ "პსჟ" და "მანჩესტერი" მოლაპარაკებას აწარმოებენ ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ "იუნაიტედში" უარყვეს ეს ინფორმაცია. მათი გზავნილი შემდეგში მდგომარეობდა: - "არანაირი მოლაპარაკება ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს". - განაცხადა ფაბრიციომ თავის YouTube არხზე ჩართვისას.
თუმცა, რომანო იმავე ჩართვაში ამბობს, რომ "იუნაიტედის" ამჟამინდელი პოზიცია ნეიმართან დაკავშირებით შეიძლება შეიცვალოს, თუ კლუბი გაიყიდება. ნეიმარი კლუბის ახალი მფლობელისთვის შეიძლება ნომერ პირველ სატრანსფერო სამიზნედ გადაიქცეს.
იტალიელმა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა ადრიან რაბიოსთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ "წითელ ეშმაკებს" "იუვენტუსის" ნახევარმცველს დიდი ხანია უკავშირებენ:
"ჩემი ინფორმაციით "იუნაიტედის" წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ რაბიოს გარემოცვას. ასე რომ "იუნაიტედი" დაინტერესებულია ფრანგი ნახევარცველით". - დასძენს იტალიელი ინსაიდერი
ტრანსფერები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.