ესპანური გამოცემა Defensa central-ის ცნობით "იუნაიტედი" ყველაფერს გააკეთებს "რეალის" ვარსკვლავის ვინიციუს ჯუნიორის ტრანსფერისთვის, იმ შემთხვევაში თუ ბრაზილიელი სამეფო კლუბის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვინიმ შესაძლოა დატოვოს "რეალი" ესპანეთში მის მიმართ განხორციელებული რასისტული ქმედებების გამო. სოციალურ მედიაში განსაკუთრებით აქტიურად იწერება ბოლო პერიოდში ამ თემაზე, "ვალენსიასთან" გამართულ მატში მომხდარმა ინციდენტმა კი ყველაფერს წერტილი დაუსვა.
"იუნაიტედი" ამ გარიგების განხორციელებას კაზემიროს დახმარებითაც ეცდება, თანამემამულეებს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, გარდა ამისა "რეალში" ისინი ერთად თამაშობდნენ რამდენიმე წელი. "წითლები" მაქსიმალურ ხელფასს შესთავაზებენ ჯუნიორს.
შეგახსენებთ, რომ ვინიციუსს ამჟამინდელი კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.
ტრანსფერები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.