თბილისი:
მანჩესტერი:
23-05-2023, 15:06
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 848,
კომენტარები: 7
კიდევ ერთი "ტურინელი" კლუბის რადარზე
ტენ ჰაგის სატრანსფერო სიაში მატებაა.
კიდევ ერთი
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს სატრანსფერო სამიზნეები განხილვის პროცესშია მატებაა ტენ ჰაგის სატრანსფერო სიაშიც.

Calciomercatoweb-ის ცნობით, "წითელი ეშმაკები" "ბებერი ქალბატონის" გარემარბს ფედერიკო კიეზას აკვირდებიან. უახლოეს კვირებში კი ინგლისელებმა შესაძლოა "ტურინულ" კლუბს შეთავაზება გაუკეთონ.

აღსანიშნავია, რომ კიეზას ღირებულება 50 მილიონი ევრო იქნება. ალეგრიმ მოთამაშის მიმართ ერთგვარი ნდობა დაკარგა იმ ფონზე, რომ ფედერიკოს სათამაშო დრო ძალიან მცირედით ეძლევა, ამ ყველაფერმა კი შესაძლოა მის მომავალზე იმოქმედოს.

ითალიელი ფეხბურთელი ჯერ მხოლოდ 25 წლისაა. 2022/2023 წლების სეზონში გარემარბმა 31 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მათში კიეზამ სამი გოლის გატანა მოახერხა ხოლო თანაგუნდელებს ექვსჯერ გაატანინა.

პრესაში გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, კიეზას გარდა "მანჩესტერული" რადარები "ტურინელთა" კიდევ ერთი ფეხბურთელისკენ ვლაჰოვიჩისკენაა მიმართული.
ჭორები
7 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
23 მაი 2023 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ეს ბიჭი მაგრად მევასება,პროსტა ტრამვებმა გატანჯეს.
0
№2
ავტორი: ikeoni
23 მაი 2023 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
ციტატა: gaga1987
ეს ბიჭი მაგრად მევასება,პროსტა ტრამვებმა გატანჯეს.

ნამდვილად
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
23 მაი 2023 19:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
რამდენი გარემარბი უნდა გვყავდეს გუნდში?ვან გაალის დროს იყო და ცაციების ბუმი იყო ახლა ვინგერევის იქნება
0
№4
ავტორი: Licha2001
23 მაი 2023 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
მაგარი ვინგერია
0
№5
ავტორი: PaLoMo
24 მაი 2023 00:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
გარემარბი არაა საჭირო გუნდში.დიალოც ათამაშდა სანდერლენდში და ეგ იქნება მომავალი თუ ასე განაგრძო+გარანჩო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: Kate
24 მაი 2023 07:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ვინგერი კი არა ტრადიციული 9 ნომერი გვჭირდება, კლინიკური ფორვარდი. აი ნისტელროის ტიპის წამწამებითაც რომ გოლს იტანს
0
№7
ავტორი: Mishiko82
26 მაი 2023 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 605
კარგი ბიჭია მაგრამ ამის პოზიციაზი გვყავს ფეხბურთელები მაშინ ვინმე უნდა გავყიდოთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top