ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "მანჩესტერ იუნაიტედი" ხმაურიან ტრანსფერს დაგეგმავს. საქმე ეხება ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელ თავდამსხმელს ნეიმარს.
L'Equipe-ის ცნობით, ფრანგები ამ ზაფხულს ნეიმარის გაყიდვას რეალურად განიხილავენ, მას შემდეგ რაც ბრაზილიელმა ვერ გაამართლა კლუბის ხელმძღვანელობისა და მწვრთნელის მოლოდინები. მასზე გაცემული ავანსები ძალიან დიდი იყო.
ზემოაღნიშნული წყაროს ცნობით, ინგლისური გრანდი ნეიმარის იჯარის წესით რანსფერზე იქნება ორიენტირებული თუმცა ფრანგული მხარე მისი კონტრაქტის სრულ შესყიდვას მოითხოვს. მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია შესული.
ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთადაღებული 29 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა პირად აქტივში.