"მანჩესტერს" დაახლოებით 22 მილიონის გადახდა მოუწევს "ბაიერნისთვის" ზაბიცერის გამოსასყიდად, თუმცა ავსტრიელი ნახევარმცველის მომავალი არ არის გარკვეული.
"იუნაიტედი" დაინტერესებულია ზაბიცერის შეძენით მისი წარმატებული მოკლევადიანი იჯარის შემდეგ, ამის შესახებ Sky Sports Germany-იტყობინება. გუნდს ჯერ კიდევ არ ჰყავს ახალი მფლობელი, შესაბამისად მიუნხენურ გრანდთან მოლაპარაკებები შეჩერებულია.
შესაძლოა, ამ საკითხის მოგვარება ზაფხულამდე გადაიდოს. გლეიზერებს არ სურთ გადაწყვეტილების მიღება, "იუნაიტედის" შესაძენედ კი ჯიმ რეტკლიფი და ჯასიმ ბინ ჰამად ალთანი უწევენ ერთმანეთს კონკურენციას.
როგორც იცით, ზაბიცერს მუხლის ტრავმის გამო სეზონის ნაადრევად დასრულება მოუწია. თავად ფეხბურთელმა არაერთხელ განცახადა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" თავს ბედნიერად გრძნობს და მისი სურვილი გუნდში დარჩენაა.
ტრანსფერები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.