თბილისი:
მანჩესტერი:
22-05-2023, 22:58
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 733,
კომენტარები: 3
"იუნაიტედმა" სერბი თავდამსხმელისთვის თანხა გამოყო
კლუბი თავდამსხმელის ძიებას განაგრძობს.
ერიკ ტენ ჰაგი საკუთარ შემადგენლობას თავდამსხმელს აუცილებლად დაამატებს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა კლუბისთვის ჩვეულზე უფრო ცხელი იქნება.

არის ვარიანტები რომელსაც ნიდერლანდელი სპეციალისტი კლუბის მენეჯმენტთან ერთად განიხილავს. ერთ-ერთ ასეთ ვარიანტს კი მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა 70 მილიონი ევრო დახარჯოს "იუვენტუსის" თავდამსხმელის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერისათვის. Football Transfers-ის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" მზად არიან გარიგებისთვის აღნიშნული სოლიდური თანხა გამოყონ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვარში ტურინელებმა "ფიორენტინას" ვლაჰოვიჩისათვის 82 მილიონი ევრო გადაუხადეს, ამიტომ "ბებერ ქალბატონს" მინიმუმ ინვესტირებული თანხის დაბრუნება სურს. სერბისთვის ბრძოლაში "ჩელსი" და მიუნხენის "ბაიერნიც" არიან ჩართული.

ვლაჰოვიჩს არ არის წინააღმდეგი კლუბი დატოვოს, რადგან უკმაყოფილოა მასიმილიანო ალეგრის გუნდში არსებული პოზიციით. "მოხუცი ქალბატონი" მოთამაშეს გაუშვებს, თუ მას მისაღები შეთავაზება ექნება.
ჭორები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
23 მაი 2023 09:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11432
Მაგარი რეგრესი აქვს ამ ბიჭს და რავი აბა
0
№2
ავტორი: Old Red Devil
23 მაი 2023 10:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
შანსი არაა
0
№3
ავტორი: Mishiko82
23 მაი 2023 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 595
კიდევ გავიმეორებ პრიორიტეტი ოსიმენი შეძენა უნდა იყოს და თუ თავად ფეხბურთელმა გვითხრა უარი შმდეგ შეიძლება ვლახოვიჩის ვარიანტის განხილვა, არ არის ვლახოვიჩი ხელ წამოსაკრავი ფორვარდი და მგონია რომ შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში ასე რომ ვფიქრობ გაგვაძლიერებს, იუვეში არ წაუვიდა თამაში ვფიქრობ გუნდში არეული სიტუაციის გამო თან ალეგრისთანაც არ ააქვს კარგი ურთიერთობა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top