ერიკ ტენ ჰაგი საკუთარ შემადგენლობას თავდამსხმელს აუცილებლად დაამატებს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა კლუბისთვის ჩვეულზე უფრო ცხელი იქნება.
არის ვარიანტები რომელსაც ნიდერლანდელი სპეციალისტი კლუბის მენეჯმენტთან ერთად განიხილავს. ერთ-ერთ ასეთ ვარიანტს კი მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა 70 მილიონი ევრო დახარჯოს "იუვენტუსის" თავდამსხმელის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერისათვის. Football Transfers-ის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" მზად არიან გარიგებისთვის აღნიშნული სოლიდური თანხა გამოყონ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვარში ტურინელებმა "ფიორენტინას" ვლაჰოვიჩისათვის 82 მილიონი ევრო გადაუხადეს, ამიტომ "ბებერ ქალბატონს" მინიმუმ ინვესტირებული თანხის დაბრუნება სურს. სერბისთვის ბრძოლაში "ჩელსი" და მიუნხენის "ბაიერნიც" არიან ჩართული.
ვლაჰოვიჩს არ არის წინააღმდეგი კლუბი დატოვოს, რადგან უკმაყოფილოა მასიმილიანო ალეგრის გუნდში არსებული პოზიციით. "მოხუცი ქალბატონი" მოთამაშეს გაუშვებს, თუ მას მისაღები შეთავაზება ექნება.
ჭორები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.